ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"ყველაზე დაბალი ფასები კომპიუტერულ ტექნიკაზე"
04/05/2011


პრესრელიზი

4 მაისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
 + (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
http://www.elitelectronics.ge/

"ყველაზე დაბალი ფასები კომპიუტერულ ტექნიკაზე"

"ელიტ ელექტრონიქსი" ახალ კამპანიას იწყებს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  4 მაისი , 2011 წელი - "ელიტ ელექტრონიქსმა" ახალი აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომპიუტერული ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი. კომპანიის მაღაზითა ქსელში TOSHIBA-სა და HP-ს ლეპტოპებზე სპეციალური ფასები დღეიდან ამოქმედდა. გარდა ამისა ის მომხმარებელი, რომელიც HP-ის აქციის კონკრეტულ ნოუთბუქს (Compaq620/WT261EA) შეიძენს, საჩუქრად ამავე ბრენდის პრინტერს მიიღებს.

"2011 წელი IT ტექნიკის წლად გამოვაცხადეთ. მიზნად დავისახეთ კომპიუტერულ ტექნიკის ყველაზე ფართო ასორტიმენტთან ერთად, მომხმარებლისთვის ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია შეგვეთავაზებინა. მიმდინარე აქციებით  სწორედ ამის დასტურია. ახალი კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას IT ტექნიკაზე ყველაზე დაბალ ფასებს ვთავაზობთ" - აცხადებს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ია ნადირაშვილი

"ელიტ ელექტრონიქსში" მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ბრენდის ACER-ის, ASUS-ის, DELL-ის, TOSHIBA-ს, SONY-ს და HP-ის ნოუთბუქებია წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ კომპანია საცალო ბაზარზე HP-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რომლის მიხედვითაც "ელიტ ელექტრონიქსი" აღნიშნული ბრენდის გაყიდვებისა და მარკეტინგის პრომო პროგრამების  თანამონაწილე გახდა, რომელსაც აქვს წვდომა უახლეს პროდუქტებსა და ინფორმაციაზე, რაც ქართველი მომხმარებლებისთვის კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანსა და საუკეთესო ფასებს გულისხმობს.

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ახლო მომავალში მომხმარებლებს სხვა ბრენდების კომპიუტერულ ტექნიკაზეც მრავალ საინტერესო სიახლეს  შესთავაზებენ.

წაკითხულია: 2835